LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წყალმა შეიძლება შეამციროს მადა მიღებული კალორიების შემცირების ხარჯზე“ – რა სარგებელი აქვს წყლის მიღებას ჭამამდე და ჭამის დროს: ზაზა თელიას რეკომენდაციები

212
ზაზა თელია

დერმატო-ვენეროლოგი და ცნობილი ექიმი ზაზა თელია გადაცემას „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმრობდა, სადაც წყლის სწორი მიღების გავლენაზე ისაუბრა.

სპეციალისტის თქმით, საკვების მიღებამდე დაახლოებით 15-20 წუთით ადრე წყლის დალევა სავსეობის მომენტურ შეგრძნებას აჩენს, შესაბამისად, საჭმელთან ერთად ან მის შემდეგ წყლის დალევა ხელს შეუშლის ზედმეტი საკვების მიღებას და ხელს შეუწყობს წონის კლებას.

ზაზა თელიას განმარტებით, აღნიშნული ეფექტი მრავალი კვლევით არის დადასტურებული. მისი თქმით, როგორც ჭამამდე, ასევე კვების პროცესში წყლის მიღება მნიშვნელოვან როლს ასრულებს წონის რეგულირებაში, რადგან შესაძლოა შეამციროს მადაც, მიღებული ენერგიისა და კალორიების შემცირების ხარჯზე.

„თუ ჩვენ ჭამამდე დაახლოებით, 15-20 წუთით ადრე მივიღებთ წყალს, წყალი დაიკავებს 20 წუთის განმავლობაში გარკვეულ ადგილს და ერთი რომ სავსეობის შეგრძნება ექნება ადამიანს და ნაკლებ საკვებ პროდუქტს გამოიყენებს, შესაბამისად, კალორიების მიღებული რაოდენობა შემცირდება და ბუნებრივია, ეს დაეხმარება ადამიანს წონის კლებაში, ამაზე მრავალი კვლევაა ჩატარებული

სარგებელი წყლის მიღებისა ჭამამდე და ჭამის დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ეხმარება ადამიანს წონის რეგულირებაში და კლებაში. წყალმა შეიძლება შეამციროს მადა მიღებული კალორიების შემცირების ხარჯზე, თუ ჩვენ წყალს მივიღებთ ჭამამდე და ჭამის დროს, მიღებული კალორიების რაოდენობა შემცირდება“, – ამბობს ზაზა თელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g