ურთიერთობის კვლევის სპეციალისტების თქმით, წყვილის ბედნიერებასა და ურთიერთობის ხანგრძლივობას ყველაზე კარგად არა კონფლიქტის არარსებობა, არამედ მისი სწორად და სწრაფად მოგვარების უნარი განსაზღვრავს.
ჟურნალ Journal of Family Psychology-ში გამოქვეყნებული კვლევები აჩვენებს, რომ ის წყვილები, რომლებიც უთანხმოების შემდეგ შერიგებას რამდენიმე წუთში ახერხებენ და არა საათების ან დღეების შემდეგ, ბევრად უფრო მოხერხებულად ინარჩუნებენ ემოციურ სიახლოვეს და ურთიერთობის კმაყოფილებას და ამასთან, ნაკლებ სტრესს განიცდიან. სწრაფი შერიგება ხელს უშლის კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის მატებას, რომელიც ხელს უწყობს თავდაცვით პოზიციას, აგრესიას და გრძნობების ჩახშობას.
ფსიქოლოგების განმარტებით, ეს სწრაფი შერიგებები ქმნის ემოციურ უსაფრთხოებას, პარტნიორს უჩნდება განცდა, რომ მისი ესმით, აფასებენ და აღიქვამენ არა ოპონენტად, არამედ ახლობელ ადამიანებად.
ცნობილი ურთიერთობის სპეციალისტი ჯონ გოტმანი ხაზს უსვამს, რომ კონფლიქტის შემდეგ ერთმანეთისკენ დაბრუნება და არა ერთმანეთისგან გაქცევა, არის ხანგრძლივი სიყვარულის მთავარი ღერძი. ზოგჯერ ამისთვის საკმარისია უბრალო „მაპატიე“, სიცილი, ერთი თბილი შეხება ან მოკლე, გულწრფელი სიტყვა, რომელიც დაძაბულობას მომენტალურად ამცირებს. დროთა განმავლობაში ასეთი ქცევითი მოდელი აძლიერებს ნდობას, ურთიერთობის სტაბილურობას და ემოციურ სიმყარის რესურსს. ამიტომ, საქმე არ არის იმაში, რომ წყვილები არ იკამათებენ. საკითხავია, რა სისწრაფით უბრუნდებიან ისინი ემოციურ კონტაქტს.
