LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყვილმა, რომელმაც ერთად 75 წელი გაატარა, ბედნიერი ქორწინების საიდუმლო გაამხილა

102
British-couple-97-and-96-who-hav

ბრიტანელმა წყვილმა, რომელმაც ერთად 75 წელი გაატარა, ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო გაამხილა. საინტერესო ისტორიას გამოცემა What’s the Jam ავრცელებს.

97 წლის ალანმა და 96 წლის ტრუდიმ ქალაქი შეფილდიდან, ერთმანეთი თინეიჯერობის დროს გაიცნეს და 1949 წელს დაქორწინდნენ. ამჟამად ისინი მოხუცებულთა სახლში ერთად ცხოვრობენ და ამტკიცებენ, რომ გასული წლების განმავლობაში მათი გრძნობები საერთოდ არ განელებულა.

კითხვაზე, თუ რა არის მათი ბედნიერი ქორწინების საიდუმლო, ტრუდიმ უპასუხა: „დროულად გაჩუმების უნარი. ზოგჯერ იღლები. თუმცა, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ დღემდე ერთად ვართ.“

წყვილი პანსიონატში 2024 წლის აგვისტოდან გადავიდა და მათ ძალიან უხარიათ, რომ ყოველი დღის ერთად გატარება შეუძლიათ. ცოტა ხნის წინ ქორწინების მორიგი წელი შეუსრულდათ და ადმინისტრაციამ მათთვის საზეიმო ვახშამი მოაწყო. „ჩვენ ცხოვრებას ერთად ვაშენებდით, და არაჩვეულებრივია, რომ მისი გაგრძელება ასეთ მშვენიერ ადგილას შეგვიძლია.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები