LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყვილმა შვილსა და რძალს შვილიშვილის არგაჩენის გამო სასამართლოში უჩივლა

57
_124716247_mediaitem124716246

ინდოეთში, დედამ და მამამ შვილსა და მის მეუღლეს სასამართლოში უჩივლეს, რადგან ისინი უკვე 6 წელია ქორწინებაში იმყოფებიან და მათთვის შვილიშვილი არა და არ გააჩინეს. უჩვეულო ოჯახური ისტორია BBC-იმ გაავრცელა.

61 წლის სანჯივის და 57 წლის სადჰანას თქმით, მათ შვილისთვის მართლაც არაფერი მოუკლიათ, სასწავლებლად ამერიკაში გაუშვეს, შემდეგ კი საკმაოდ ძვირადღირებული ქორწილი გადაუხადეს. ახალშეუღლებულები საქორწინო მოგზაურობაშიც გაუშვეს და საჩუქრად მანქანაც უყიდეს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუკი მათი შვილიშვილი უახლოესი ერთი წლის განმავლობაში არ გაჩნდება, სასამართლოს ძალით, მორალური კომპენსაციის ანაზღაურებას – 650 ათას დოლარს მოითხოვენ.

წყვილმა უჩვეულო საჩივარი „მენტალური შევიწროებით“ ახსნა.

სასამართლო პროცესი 17 მაისისთვისაა დაგეგმილი, მანამდე კი მოპასუხე მხარე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები