ბოლო დროს, Xiaomi Mi Max 2-ის შესახებ ქსელში არაერთი ინფორმაცია გავრცელებულა, რომლის თანახმადაც სიახლეს 12 მეგაპიქსელიანი Sony-ის ძირითადი და 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერა ექნება. ხოლო მისი პრეზენტაციის თარიღად 23 მაისის დასახელდა.
რაც შეეხება სხვა მახსიათებლებს, ცნობილია ისიც, რომ დევაისს საკმაოდ დიდი, 6,4 დიუიმიანი ეკრანი, 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 128 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერება ექნება და Android 7.1.1-ის ბაზაზე იმუშავებს.
სხვა ინფორმაცია სიახლის შესახებ ამ დროისთვის უცნობია.