LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაველაშვილი: ჯვარზე მაცვეს, როცა ვთქვი, რომ ევროკავშირი ჩემი თვითმიზანი არ არის – დიახ, ჩემი თვითმიზანია ქართველი ერის უკვდავება და საქართველოს მარადიულობა

177
ფორტუნა (92)

ჯვარზე მაცვეს, რომ ვთქვი, ევროკავშირი თვითმიზანი არ არის-მეთქი. დიახ, ჩემი თვითმიზანი ქართველი ერის უკვდავება და საქართველოს მარადიულობაა, – ამ სიტყვებით მიმართა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციას, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი განიხილება.

„უსამშობლო ხალხია, დაკარგული აქვთ და იმიტომ ეძახიან რუსულს. ვერ წარმოუდგენიათ…ევროკავშირის ელჩებმა გითხრესო და როგორო. მე ჯვარზე მაცვეს, როცა ვთქვი, ევროკავშირი ჩემი თვითმიზანი არ არის – მეთქი.

დიახ, მგონია, რომ ჩემი თვითმიზანი არის ქართველი ერის უკვდავება და საქართველოს მარადიულობა. ჩემთვის საშუალება არის ევროკავშირი, რომ რაღაცებს ვეზიაროთ, რისიც მჯეროდა, რაც დავინახე ღირებულებები და ფასეულობები.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

თქვენ ქართულს ვერ იტანთ, რუსული რა შუაშია? ქართულს ვერ იტანს და რუსულს იმიტომ ეძახით. აი, აქ ისხედით ახლა არასამთავრობო ორგანიზაციები და უყურებდით, როგორ უნდა ჩაეშალათ მობრძანებულ „ნაციონალებს“ სხდომა, სცენებს რომ დგამდნენ.

ამ უმსგავსობას და ველურობას უყურებთ, როგორც ადამიანურს. მე ვარ ველური ჰო და მე არ მინდა ევროკავშირი, თურმე ევროპა არ მინდა. რუსულს რომ ეძახით [კანონპროექტს], უნდა დაამტკიცოთ რუსული რომ არის “, – მიმართა ყაველაშვილმა ოპოზიციას.

ცნობისთვის, 2 მარტს, ყაველაშვილმა განაცხადა, რომ „ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი არ არის“ და სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკა და მოწოდებები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა.

ყაველაშვილი: ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი კი არ არის – ვინმემ შეგიძლიათ ამიხსნათ, რა წერია ამ კანონში ისეთი, რომელიც ანტიდემოკრატიულია

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის და ასევე, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

განხილვის ფონზე, პარლამენტთან აქციის მონაწილეები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის შენობის ფანჯრიდან ევროკავშირის, ნატოსა და საქართველოს დროშები გადმოფინეს. აღნიშნულს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები შეძახილებითა და ტაშით შეხვდნენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ „არა რუსულ კანონს“, „რუსებო“.

ამავე თემაზე:

„Русский военный корабль иди на..“ – სალომე სამადაშვილმა, ეკა ხერხეულიძემ და ხათუნა სამნიძემ კომიტეტზე პლაკატი გაშალეს

„დამესხნენ თავს ფიზიკურად, მაგრამ საკადრისი პასუხი მიიღეს“.. „ხელს გამარტყამენ თუ წიხლს ჩამარტყამენ, ამით წიხლს ურტყამენ საკუთარი შვილების მომავალს“ – რას აცხადებენ დეპუტატები, რომლებსაც კომიტეტის სხდომა ძალით დაატოვებინეს

„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე

ფოტო, ვიდეო: პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“

ზურაბ ჯაფარიძე: სახლში ჯდომა არ არის არჩევანი, სახლში ჯდომა არის შეგუება, რომ საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში

ხაბეიშვილი: „შეშლილი „პუტინისტები“ არიან.. ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ“

დათო გორგილაძე: „გამარჯობა არ უთხრათ, შეარცხვინეთ, ქართულ სუფრაზე თუ მათთან ერთად მოხვდებით, შესამჩნევად ადექით და დატოვეთ იქაურობა, ამას იმსახურებს ყველა, ვინც მაგ კანონს მხარს დაუჭერს“

 

 

 

mazda magti 5g