LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაველაშვილი: ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი კი არ არის – ვინმემ შეგიძლიათ ამიხსნათ, რა წერია ამ კანონში ისეთი, რომელიც ანტიდემოკრატიულია

156
ყაველაშვილი

ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი კი არ არის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ყაველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკა და მოწოდებები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა.

„ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – ნედ პრაისი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე

“ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი კი არ არის. ევროკავშირი მე იმიტომ მინდა, რომ ეს სამართლიანობა იყოს დაცული, მე ვერავინ უნდა მიმითითებდეს, რომ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკანონიერი ქმედება ჩავიდინო იმიტომ, რომ თუ ამას გავაკეთებ, მე ევროკავშირის წევრი ვერ გავხდები. რა არის ეს, გამაგებინეთ. ვინმემ შეგიძლიათ ამიხსნათ, რა წერია ამ კანონში ისეთი, რომელიც არის ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური და ევროპასთან შესაბამისობაში არ მოდის. ეს არის ჩარევა ქვეყნის შიდა პროცესებში, სტიგმატიზაცია პარლამენტის წევრის. რატომ არის ეს რუსული ამაში ჯერჯერობით ვერავინ დამარწმუნა და პირიქით ვხედავ ამ ყველაფერს. თუ ევროპას და ევროკავშირს გადარჩენა უწერია, ამას, დაიმახსოვრეთ, რომ მიესალმებიან, “- ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი, სიტყვა სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი“ – კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე

სუბარი: შეუძლებელია, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g