იტალიური ყავის აპარატების მწარმოებელმა კომპანიამ Delonghi, ყავის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალი რეკლამა გამოუშვა. რგოლში, სადაც მთავარი აქცენტი კომპანიის მიერ წარმოებულ ყავის აპარატზეა, ყურადღებას არა ყავა, არამედ ლეგენდარული ბრედ პიტი იქცევს. რეკლამა საფრანგეთშია გადაღებული და ბრედი თეთრ პერანგში შეუდარებელია.
პატარა ვიდეორგოლში ჩანს, როგორია ბრედ პიტის საქმიანი რუტინა მუდამ ყავით ხელში.
ბრედ პიტისა და „დელოგის“ თანამშრომლობა, 2021 წელს დაიწყო. რეკლამა დღეს, ყავის საერთაშორისო დღეს გამოქვეყნდა.
ბრედ პიტი იტალიის სპა-ცენტრში მედიტაციისთვის პირადი ვერტმფრენით ჩავიდა