ოსკაროსანი მსახიობისა და უბრალოდ, „პლანეტის ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცის“ , ბრედ პიტის უბერებელი იერის შესახებ საუბარი არ წყდება. 59 წლის ვარსკვლავი შესანიშნავად გამოიყურება და რაც დრო გადის, შარმი და ქარიზმა მას უფრო და უფრო ემატება.
ათეულობით წლების განმავლობაში ბრედ პიტმა უამრავი იმიჯი გამოიცვალა, მოსინჯა თმის არაერთი ვარცხნილობა და ფერი, მოირგო უამრავი როლი, სტილი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მას ყველაფერი შვენის.
კინოინდუსტრიაში ამ დრომდე აქტიური და მოთხოვნადი მსახიობი პაპარაცების ობიექტივში ხშირად ხვდება და ყოველ ჯერზე საზოგადოების აღფრთოვანებას იწვევს.
გთავაზობთ ფოტოების სერიას, რომლებიც პიტის ადრეული წლებიდან იწყება და რამდენიმე დღის წინ გადაღებული ფოტოთი გვირგვინდება.
„ის ნამდვილად ბენჯამინ ბატონია“, „მან დრო დაამარცხა“, „შარმი და ქარიზმა ემატება“, – არ წყდება კომენტარები.
ბრედ, როგორ ახერხებ ამას? – 59 წლის ბრედ პიტი უიმბლდონზე შეუდარებელია