ყაზახეთის და თურქეთის ავიაკომპანიებმა რუსეთის მიმართულებით ავიარეისები გააუქმეს. ყაზახურ ავიაკომპანია Air Astana-ის ინფორმაციით, ისინი ფრენას რუსეთის მიმართულებით თვითმფრინავების დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემების გამო აჩერებენ.
რაც შეეხება თურქეთს, ავიაკომპანია Pegasus-მა განაცხადა, რომ ოპერაციული რისკების გამო, 2022 წლის 13 მარტიდან 2022 წლის 27 მარტამდე მათი ყველა ავიარეისი რუსეთში შეჩერებულია.
