LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ადვოკატი: შვილმა თავიდან ბოლომდე უყურა ფაქტს და მისი ჩვენება უმძიმესია – ბავშვი დედას გადაეფარა, რა დროსაც შოკი დაემართა და გული წაუვიდა

1084
Untitled design (6)

ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის, თამარ ჭეიშვილის ადვოკატი ელისო რუხაძე ჟურნალისტებთან საუბრობს, თუ როგორია ბავშვის მდგომარეობა, რომელიც ფაქტს შეესწრო.

თბილისში, ავტობუსის გაჩერებასთან ქმარმა ცოლი დაჭრა

ადვოკატის თქმით, ბავშვის ჩვენება უმძიმესია:

“თამარ ჭეიშვილი საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მისი გამოკითხვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ჩვენ სასამართლოს მივმართეთ, რათა გამოყენებულ იქნეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ვინაიდან ამ საქმეში იკვეთება ძალიან სერიოზული სისტემური პრობლემა მაშინ, როდესაც სასამართლომ წინა მიმდინარე საქმეზე შეუფარდა 3 000-ლარიანი გირაო, რაც არ იქნა შემაკავებელი ამ ბრალდებულისთვის და ასევე, არ იქნა ელექტრონული სამაჯური, რომელიც უპირობოდ უზრუნველყოფდა ბრალდებულის შეკავებას.

თამარი, სამწუხაროდ, დიდი ხნის მანძილზე იყო ძალადობის მსხვერპლი. ისინი იყვნენ განქორწინებულები. მან მიმართა არა ერთ სამართალდამცავ ორგანოს ძალადობის შესახებ, ეს საქმე არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ თამარი არის შშმ პირი და ბავშვს აქვს გარკვეული პრობლემები, რაც განაპირობებს იმას, რომ განსაკუთრებით მოწყვლადია როგორც თამარი, ასევე ბავშვი. ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ პროკურატურას, რომ ბავშვი ცნობილი იქნეს დაზარალებულად, ვინაიდან ბავშვის ჩვენება არის უმძიმესი.

ის დეტალურად აღწერს, როგორ დაჩეხა მამამ დედა და მისი ფსიქოტრავმული ნიშნები ძალიან მკაცრად არის გამოხატული და ის არის მძიმედ. ბავშვი არის 11 წლის. როდესაც მოხდა ფაქტი, ბავშვი და დედა იყვნენ ერთად და მიდიოდნენ სკოლაში, რა დროსაც ბავშვმა თავიდან ბოლომდე უყურა ამ მძიმე ფაქტს. ის გადაეფარა დედას, რა დროსაც მას დაემართა შოკი და წაუვიდა გული.

საქმის გარემოებებით ირკვევა, რომ ბრალდებული და დაზარალებული მეზობლები არიან. შესაბამისად, ბრალდებულს არ გაუჭირდებოდა არც თვალთვალი და არც გაკონტროლება, ძირითადად, ბრალდებულის ქმედება განპირობებული იყო გენდერული როლებით და წყენით, რომელიც მას წარსულში ჰქონდა. ის აღიარებს და აბსოლუტურად ყველაფერს ადასტურებს, რომ მას მიზანმიმართულად, განზრახ, ბავშვის თვალწინ უნდოდა დაზარალებულის მოკვლა”, – თქვა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, 23 მაისს, ლევან ასლანიშვილმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეს – დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

ასლანიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ პრიმა“, „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g