LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველ ჯერზე, როცა ქალბატონი სალომე რაღაც სიმართლის მარცვალს გაისვრის, ჩნდება მღელვარება – აი, რაღაც ახლა გვეშველება, მერე ყველა ჯერზე ეს მთავრდება ცივი შხაპით – ზურა ჯაფარიძე 

145
ზურა ჯაფარიძე

რა უნდა გააკეთოს სალომემ, თუ – არც ვიზიტები და არც შეწყალება, არც წყალი, არც კიბე? არ ვიცი, აზრზე არ ვარ; შეიძლება, მოახდინოს ინიცირება ახალი შერიგების პროცესის, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ზურა ჯაფარიძის თქმით, უნდა დაველოდოთ, თუ რას გააკეთებს საქართველოში ჩამოსული პრეზიდენტი.

„ყოველ ჯერზე, როცა ქალბატონი სალომე გამოდის და რაღაც სიმართლის მარცვალს გაისვრის ხოლმე, საზოგადოებაში ჩნდება მღელვარება, რომ აი, რაღაც ახლა გვეშველება. მერე ყველა ჯერზე ეს მთავრდება ცივი შხაპით. ამჯერად, ეს ძალიან სწრაფად მოხდა. რა უნდა გააკეთოს, არ ვიცი. მანდ ჩამოვალ და მანდ მივხედავ ქართულ დემოკრატიასო და დაველოდოთ“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ზურაბიშვილი: არ მჯერა, სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი – არ მიმაჩნია, რომ ამ პროცესის წინ წასვლაში ვინმეს უნდა გადავყვეთ: არც სააკაშვილს, არც გვარამიას, არც ივანიშვილს

სალომე ზურაბიშვილი: დღეს მინდოდა ჩასვლა საფრანგეთში, პოლონეთში და უკრაინაშიც, მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი – მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი გააკეთა კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები