LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველთვის გახსოვდეს, რომ ძალიან მიყვარხარ – ფრაზები ბავშვების მოტივაციისთვის

483
eWWudSPCMB

მართალია, საჭირო სიტყვებით ყოველთვის შეიძლება შექება, დამშვიდება და შთაგონება, მაგრამ ხშირად მშობლებმა საერთოდ არ იციან რა უთხრან შვილებს და როგორ გამოხატონ საკუთარი გრძნობა მათ მიმართ. გთავაზობთ ყველაზე საჭირო ფრაზებს პატარების მოტივირებისა და მათი გულის მოსაგებად.

ფრაზები მშობლებისთვის ბავშვების მოტივირებისთვის:

შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ!

ძალიან მომწონხარ ისეთი, როგორიც ხარ!

შენ არ ხარ ვალდებული იფიქრო ჩემს გაბედნიერებაზე.

შენ ყოველთვის ახერხებ ჩემს გამხიარულებას და კარგ ხასიათზე დაყენებას.

მე მჯერა შენი და ყოველთვის გენდობი.

ყოველთვის შეგიძლია მკითხო რჩევა.

დარწმუნებული ვარ, დამოუკიდებლად შეძლებ ყველაფრის გაკეთებას.

ნუ შეგეშინდება შეცდომის დაშვება.

ძალიან ვამაყობ, რომ შენი დედა ვარ!

მაპატიე, თუ ვერ მოგაქციე ყურადღება.

ნუ დარდობ, იყო იმედგაცრუებული – ნორმალურია.

ყოველთვის შეიძლება აღიარო საკუთარი შეცდომა და სცადო მისი გამოსწორება.

ყოველთვის შეგიძლია გქონდეს ჩემი იმედი. ერთად ჩვენ ყველა პრობლემას მოვერევით.

იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ნუ შეგეშინდება საკუთარი ნაკლის!

ყოველთვის გახსოვდეს, რომ ძალიან მიყვარხარ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g