LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველთვის გამორჩეული ერთგულების, სიკეთის, მეგობრობის და სიძლიერის ნიჭით იყო დაჯილდოებული“ – რას წერს ნინო ზამბახიძე მეგობარზე

492
fot (5)

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე იუბილარია.

ამის შესახებ ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში წერს და იზა ომაძეს დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს.

„ამ მაგარ გოგოსთან 30-წლიანი ურთიერთობა მაკავშირებს❤️ ყოველთვის გამორჩეული ერთგულების, სიკეთის, მეგობრობის და სიძლიერის ნიჭით იყო დაჯილდოებული. ცოტა ადამიანს ვიცნობ მისნაირს და ცოტა მეიმედება მასსავით. ახლა ნიკოს გარეშე კიდევ უფრო გამოჩნდა მისი სიძლიერე, მიმტევებლობა და უნარი თმენისა. იზა მინდა იყო ჯანმრთელი შენი ნიკოსთვის გიასთვის, ბავშვებისთვის და ჩვენთვის მეგობრებისთვის❤️ გილოცავ დაბადების დღეს ჩემო გოგო!“ – წერს ნინო ზამბახიძე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები