LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველთვის გვექნება ღილაკები და მომავალშიც შევძლებთ, დავაჭიროთ ხელი შეწყვეტის გადაწყვეტილებას: წულუკიანი

76
FORTUNA.GE- (2)

“დღეს “ნაციონალები” და მათი დანაყოფები ითხოვენ, რომ შეგვიწყვიტეთ მანდატებიო. აი, თუნდაც ამიტომ არ ღირს მათთვის დღეს ამ ბონუსის მიცემა. შესაბამისად, ეს მესამე გზა, არის სწორი გზა.” – ამის შესახებ პარლამენტში, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

თეა წულუკიანმა პარლამენტში შესულ დეპუტატებს მანდატებზე პასუხისმგებლობის აღება მიულოცა და განმარტა, თუ რატომ შეიკავეს თავი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისგან:

“დღეს ჩვენ გვაქვს რეალურად სამი არჩევანი, პირველი არის ის, რომ მხარი დავუჭიროთ კომიტეტის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, რომლის მიხედვითაც, მოცემულ დეპუტატებს შეუწყდებათ უფლებამოსლება. ჩვენ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, დღეს ეს გავაკეთოთ და ალბათ არ მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი, ყველას პოზიცია და გული ძგერს იქით, რომ მხარი დავუჭიროთ კომიტეტს და შევუწყვიტოთ ამ თანამდებობისთვის შეუფერებელ ადამიანებს უფელბამოსილება.

მეორე არჩევანი არის ის, რომ არ გავიზიაროთ კომიტეტის პოზიცია და ვთქვათ, რომ არ ვუწყვეტთ უფლებამოსილებას და ყველაფრის ფასად გვინდა, რომ ეს ბავშვების ციხეში ჩამყრელები, გამაუპატიურებლები და თავისუფლებააღკვეთილი პირების დამჩაგვრელები, ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორია კიდევ უფრო დააპატარავეს და დალის ხეობა ჩააბარე რუს ოკუპანტს და არა მხოლოდ, ასევე ის ადამიანები, რომლებიც უკვე საბოლოოდ გაირკვა, რომ სტრატეგიულ მაღლობზე, თხემზე ატარებდნენ ქვეყნის საზღვარს და თმობდნენ დავით გარეჯს, ეს ადამიანები ყველაფრის ფასად გავხადოთ დეპუტატები და ვთქვათ, რომ ირაკლი ქადაგიშვილი და მისი კომიტეტი არ არიან მართლები და ეს ადამიანები იყვნენ პარლამენტში.

ჩვენ გვაქვს მესამე არჩევანი, რომელიც გვინდა, რომ გავაკეთოთ.” – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარეობს:

“ეს არ არის მარტივი, მაგრამ ეს არის ის, რასაც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა – ამ ეტაპზე თავი შევიკავოთ.

ჩემი გაგებით, იმ უპერსპექტივო რაუნდებს, რომელიც კიდევ მიმდინარეობს, პოლიტიკურად არასწორი იქნება, რომ ამ რაუნდებს წინ ჩავუხტეთ და დახურულად გამოვაცხადოთ, რაც არ იქნება პოლიტიკურად სწორი. მგონია, რომ ეს რაუნდები ალბათ არსად არ მიგვიყვანს.” – აღნიშნა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ.

ბოლოს კი განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლა და არჩევნები ამ ადამიანების მიზანი არ არის და არც არასდროს ყოფილა:

“ვისაც ქვეყნისთვის შესტკივა გული და ოპოზიციაშია, აგერ ბრძანდებიან დღეს ჩვენთან.

ჩვენ დღეს, რეალურად, იმას კი არ ვამბობთ, რომ არ ვუწყვეტთ, იმას კი არ ვამბობთ, რომ მობრძანდით და კიდევ უნდა ვეხვეწოთ – და  ხვეწნას თუ შევწყვეტთ, არ იქნებოდა ცუდი ამბავი – თავს ვიკავებთ უფლებამოსილების შეწყვეტისგან, კარი ღიაა, მობრძანდით, დაბრძანდით, თუ ამის, ბოდიში გამოთქმისთვის, შესაძლებლობები გაქვთ, მაგრამ ეს შესაძლებლობები მათ არ აქვთ, როცა ცვედანი ხარ, ვერ გექნება პოლიტიკური შესაძლებლობები, მობრძანდი და დაბრძანდი და თუ არ მობრძანდები, მაშინ ჩვენ ყოველთვის გვექნება ღილაკები და მომავალშიც შევძლებთ, დავაჭიროთ ხელი შეწყვეტის გადაწყვეტილებას.” – თქვა წულუკიანმა.

 

საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტისგან თავი შეიკავა

mazda magti 5g