ყვარელში, ნეკრესის მონასტრის მიმდებარედ მომხდარი ავარიის დროს 14 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული და შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.
არსებული ცნობებით, მიკროავტობუსში ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.
ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამსახურის ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.