ყვარელში “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.
გავრცელებული ცნობითვე, ბანკში შეჭრილ მამაკაცს აქვს ხელყუმბარა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბანკში რამდენიმე თანამშრომელი და მომხმარებელი იმყოფება.
ცოტა ხნის წინ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
უწყების ცნობით, პირველადი ინფორმაციით, ყვარელში, “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული, მათ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრეს.
სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს – დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.
“სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.” – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.