LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვარლის ღვინის მარნამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია 865 643 ლარი დაჯდა

81

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ყვარლის ღვინის მარნის გვირაბთან მისასვლელი საავტომობილო გზის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დაასრულა.
პროექტის ფარგლებში, 1.3 კილომეტრიან მონაკვეთზე დაზიანებული გზის სავალი ნაწილის აღდგენა; ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია; წყალგამტარი მილების, გვერდულების, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.
პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და მისმა ღირებულებამ 865 643 ლარი შეადგინა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
აღნიშნული გზა, ყვარლის ღვინის მარნამდე მიდის და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტურისტული თვალსაზრისით.

 

magti 5g