LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველა ტრასა მზადყოფნაშია, ეს ყველანაირ წინაპირობას გვაძლევს, რომ პოზიტიურად ჩატარდეს ვარჯიში” – “მთის ტრასების სააგენტო”

130
ბაკურიანი (1)

“18 თებერვალს გვექნება ოფიციალური გახსნის ნაწილი, 25-იანების არეალში, 19-ში კი ფინალი გაიმართება”, – ამის შესახებ “მთის ტრასების სააგენტოს” დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ ბაკურიანში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განცხადებით, ღონისძიებას საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან კარგი შეფასება მოჰყვა.

„დღეს ვარჯიშების მეორე დღეა, ჩვენ ახლა ვიმყოფებით დიდველის არეალში. ყველა ტრასა მზადყოფნაშია, ეს ყველანაირ წინაპირობას გვაძლევს, რომ პოზიტიურად ჩატარდეს ვარჯიში. ასევე, გუშინდელმა დღემ ძალიან კარგად ჩაიარა. კარგი შეფასება მოჰყვა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან. ყველანაირი წინაპირობაა კარგი სტარტისთვის. 18 თებერვალს გვექნება ოფიციალური გახსნის ნაწილი, 25-იანების არეალში, 19-ში კი ფინალი გაიმართება”, – აღნიშნა ბურჭულაძემ.

ბაკურიანი 5 მარტამდე, ფრისტაილის სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. მთავარი ლოკაციები დიდველისა და კოხტას მთებია, სწორედ აქ შეიკრიბება ასობით ათლეტი 42 ქვეყნიდან, 7 სახეობაში საასპარეზოდ. მათ შორის იასპარეზებენ ქართველი ათლეტები სქი ქროსის და ფრისტაილის კატეგორიაში. მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

magti 5g