LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ შობადობის მაჩვენებელი გავზარდო“ – ილონ მასკს 3 ახალი შვილი უპოვეს

52
მასკი

კომპანია „ტესლასა“ და SpaceX-ის დამაარსებელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ მას მე-8 და მე-9 შვილი შეეძინა. თავისი ფიქრები ბიზნესმენმა ტრადიციულად, Twitter-ით გაავრცელა.

მასკის თქმით, მისი შვილები – ეს დაბალი შობადობის დასამარცხებლად გადადგმული ნაბიჯია. „შემცირებული შობადობა – ამ მომენტისთვის ყველაზე დიდი საშიშროებაა, რომელიც კი ემუქრება ცივილიზაციას. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, სამწუხაროდ, ეს სიმართლეა.“

მასკის ახალი შვილების შესახებ ცნობილი სასამართლოს დოკუმენტაციიდან გახდა. ტყუპები ქვეყანას 2021 წლის ნოემბერში მოევლინნენ და მათი დედა კომპანია Neuralink-ის ერთ-ერთი დირექტორი გახდა. ამის შემდეგ კი მასკსა და მომღერალ გრაიმსს მეორე ქალიშვილი შეეძინათ. ასე რომ სულ რამდენიმე კვირაში მილიარდერი ორი ქალისგან 3 შვილის მამა გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები