LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველამ ვიცით, უკრაინის სპეცრაზმმა სააკაშვილი თმით როგორ ათრია – საქართველოში დაკავების დროს, ბოლო ჭიქაც კი დაალევინეს: ღუდუშაური

215
1

უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობას უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური ეხმიანება.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო

ღუდუშაურის თქმით, ექსპრეზიდენტის საქართველოში დაკავების დროს, რაიმე სახის წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბარი ზედმეტი და კომიკურია.

ალუდა ღუდუშაური 2017 წელს, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ უკრაინის სპეცრაზმმა ის თმით ათრია. საქართველოში დაკავების დროს კი, სამართალდამცველმა ბოლო ჭიქაც დაალევინა:

“სააკაშვილი ყველამ კარგად ვიცით, როგორ ათრია თმებით უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმმა. ამასთან დაკავშირებით თუ აქვთ კითხვები, თორემ საქართველოში რაიმე სახის წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბარი ზედმეტი და კომიკურია.

ამოვიღოთ კადრები წარსულში უკრაინაში რომ დააკავეს და ის კადრებიც, როდესაც საქართველოში დააკავეს. ბოლო ჭიქაც კი დაალევინა ჩვენმა სამართალდამცველმა, როდესაც აკავებდნენ, როგორც ჩანს, ხინკალი აღარ ჰქონდათ”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სააკაშვილი უკრაინის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. როგორც გვარამია აცხადებს, ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც გადასადგმელი დარჩა, ეს ბრალდებულების გამოვლენაა.

რაც შეეხება, სააკაშვილის დაკავებას უკრაინაში – მიხეილ სააკაშვილი კიევში 2017 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. ის ბინიდან სპეცრაზმმა გაიყვანა და მანქანაში ჩასვეს. სააკაშვილი კიევში, სახლის სახურავზე იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g