ყველაზე ბიუჯეტური Geely განახლდა და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ჩინეთის ბაზარზე მოდერნიზებული ვერსია Panda Mini გამოვიდა: ყველაზე ბიუჯეტური და კომპაქტური Geely. მნიშვნელოვან გაუმჯობესებათა შორისაა: სწრაფი დამუხტვის სერვისი და 200 კილომეტრიანი სვლის მარაგი. ფასი მხოლოდ 40 ათასი იუანია. წარსულში Geely Panda Mini მსგავსი სვლის მარაგით ბევრად მეტი ღირდა : 50 ათასი იუანი. ელექტროქარის შიდა ბაზარზე გაყიდვები უკვე დაიწყო.
მყიდველებს ელოდებათ სუპერ კომპაქტური ძარა, რომლის სიგრძეც 3,1 მეტრია, ელექტრონული ძრავები 27 და 41 ცხენის ძალით და საკმაოდ მოკრძალებული ოფციები: მძღოლის უსაფრთხოების ბალიში, კლიმატ-კონტროლი, გასაღების გარეშე წვდომა და მედია სისტემა 8 დიუმიანი ეკრანით, რომლის მიღებაც თანხის დამატებით იქნება შესაძლებელი.