LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე დაბალი და ყველაზე მაღალი საინვესტიციო რისკის მქონე ქვეყნები

211
New Project

Forbes Georgia ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლის პროფესორის ასვათ დამოდარანის მიერ შედგენილ ყველაზე დაბალი და ყველაზე მაღალი საინვესტიციო რისკის მქონე ქვეყნების რეიტინგს აქვეყნებს.

კვლევისას ცნობილმა ფინანსისტმა რამდენიმე ფაქტორით, კერძოდ, პოლიტიკური, იურიდიული და ეკონომიკური რისკებით, ასევე, ქვეყნის დეფოლტის რისკით იხელმძღვანელა.

ანგარიშის თანახმად, ყველაზე დიდი საინვესტიციო რისკი ბელარუსს, ლიბანს, ვენესუელას, სუდანსა და სირიას აქვს და ის 24.8%-ს შეადგენს, საუკეთესო საინვესტიციო რისკის პრემია კი 13-მა სახელმწიფომ დაიმსახურა და ის 0.0%-ით განისაზღვრა. ეს ქვეყნებია: ავსტრალია, კანადა, დანია, გერმანია, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, სინგაპური, შვედეთი, შვეიცარია და აშშ.

რაც შეეხება საქართველოსა და მის მეზობელ სახელმწიფოებს, საქართველოს საინვესტიციო რისკის პრემია 4.6%-ით შეფასდა და 177 სახელმწიფოს შორის 87-ე ადგილზე მოხვდა. სომხეთის საინვესტიციო რისკის პრემია საქართველოზე მაღალია და 5.5%-ს შეადგენს, უფრო დიდი რისკის მაჩვენებლით, 9.9%-იანი პრემიით განისაზღვრა თურქეთის რეიტინგი, აზერბაიჯანი კი დაბალი საინვესტიციო რისკის მქონე ქვეყნად შეფასდა და მას 3.8%-იანი პრემია მიენიჭა.