LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაალ კოკაიას მიმართვა ახალგაზრდებს: „დარწმუნებული ხარ, რომ არ გადასდებ კოვიდს შენს ხანდაზმულ მშობლებს, ან ბებია-ბაბუას…“

204
mandnjnews-2020-04-09-13-19-58-082044

შვედეთის ქალაქ ლუნდის უნივერსიტეტის მკვლევარი, პროფესორი ზაალ კოკაია ვაქცინაციის აუცილებლობაზე წერს, მათ შორის, ახალგაზრდებს შორის და აღნიშნავს:

„ბევრისგან მსმენია – ახალგაზრდა და ჯანმრთელი ვარ, აცრას მირჩევნია, კოვიდი დამემართოს, მაინც იოლად გადავიტანო. დავუშვათ, რომ ასეც იყოს (თუმცა არავინაა გარანტირებული, რომ კოვიდს მსუბუქი ფორმით გადაიტანს ასაკისა და ჯანმრთელობის სტატუსის მიუხედავად), მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ არ გადასდებ კოვიდს შენს ხანდაზმულ მშობლებს, ან ბებია-ბაბუას, ან ვინმე სუსტი ჯანმრთელობის მქონე უცნობს, ვისთვისაც ეს ინფექცია შესაძლოა, ფატალური გამოდგეს.

აცრა არის ჰუმანური აქტი, ამით იცავ არა მარტო საკუთარ სიცოცხლეს, არამედ ასევე შენს მოყვასს…

აიცერი და დაამარცხე პანდემია!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g