LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა ევროპარლამენტარებზე: არგენტინა ხორვატიას თამაში იყო და არ მეცალა, თუმცა, სადაც ფოტიგა და კუბილიუსი იყო, წარმომიდგენია, რა იქნებოდა – კუბილიუსი სააკაშვილის ფანკლუბის წევრია

174
ზარქუა ევროპარლამენტარებზე

„გუშინ არგენტინა ხორვატიას თამაში იყო და არ მეცალა, ვერ მივადევნე თვალი [ევროპარლამენტს], თუმცა, იქ, სადაც ფოტიგა და კუბილიუსი იქნებოდა, წარმომიდგენია, რა იქნებოდა -კუბილიუსი სააკაშვილის ფანკლუბის წევრია, ფოტიგა დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოში შედის ქალბატონი რაისა და დანარჩენები“,– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა და აღნიშნულით ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებსა და ასოცირების შესრულების ანგარიშში შეტანილ შესწორებებს გამოეხმაურა.

ჟურნალისტებმა დეპუტატს ასევე ჰკითხეს სვენ მიქსერთან დაკავშირებით, რომელიც ევროპარლამენტში, „ქართული ოცნების“ პარტნიორი პარტიის წარმომადგენელია და სწორედ სვენ მიქსერის მიერ არის მომზადებული ანგარიში, სადაც კომპრომისული შესწორებები შევიდა, თუმცა, ზარქუამ სვენ მიქსერზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანა ფოტიგა, ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე „ფასიანი ლობისტები“ არიან, ხოლო ევროპარლამენტში პროცესები გამჭვირვალე არ არის და „იქაც აქვთ გამოწვევები“.

“მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, მოაგვარონ სააკაშვილის ტრაგიკული შემთხვევა და გაათავისუფლონ პატიმარი ჰუმანიტარულ საფუძველზე” – ანა ფოტიგა

„ბოდიში, ვერ მოვუსმინე, რადგან გუშინ მნიშვნელოვანი თამაში იყო და ვულოცავ არგენტინას ფინალში გასვლას. ვინც დაინახა რეფორმები, რასაც საქართველო ატარებს და ამაზე თუ იყო საუბარი, ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები, მაგრამ იქ სადაც იყვნენ ფოტიგები, კუბილიუსები, კიდე ქალბატონ რაისას ვეძახი, ამისთვის არ მიყურებია, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის მნიშვნელოვანი თამაში იყო, თუმცა, ზუსტად ვიცი, იქ რაზე იქნებოდა საუბარი.

გვარები ვინც დაგისახელეთ ევროპარლამენტიდან, ჩვეულებრივი ფასიანი ლობისტები არიან და ამ განცხადებას აქვს საფუძველი – ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი დააკავეს კორუფციის ბრალდებით, ანუ იქ მაინც და მაინც გამჭვირვალე პროცესები არაა, იქაც არის გამოწვევები. აქედან გამომდინარე, ჩემთვის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ობიექტურად მიმოიხილავს, მნიშვნელოვანია, ხოლო ფოტიგების, კუბილიუსების და ასეთების რეზოლუცია ჩემთვის არის ნული, ბოდიშს გიხდით, ეს არის ჩემი პოზიცია.

პაპუაშვილი: ევროპარლამენტარების ნაწილის მიზანია დასაჯონ ივანიშვილი – სამწუხაროა, როცა ხედავ, რომ არის პოლიტიკოსების ჯგუფი, რომელიც ობიექტურ ინტერესებს სააკაშვილთან მეგობრობას ამჯობინებს

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროპარლამენტში გუშინდელი დებატები თავისი არსით დაცლილი იყო ევროპისგან, რადგან ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო დეზინფორმაციის გასავრცელებლად.

ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორები, EPP, რომლის წევრებიც არიან, არ მიყურებია, მაგრამ ვიცი, რა პოზიციებიც ექნებოდათ, კუბილიუსი ჩვეულებრივი ფანკლუბის წევრია სააკაშვილის, ისევე როგორც ფოტიგა, დამფუძნებელია ის ამ ფანკლუბის, დირექტორთა საბჭოში შედის ქალბატონი რაისა და დანარჩენები, ვინც არიან.

“ივანიშვილი 10 წლის წინ დემოკრატიის სასწაულს შეგვპირდა, თუმცა მიტაცებული სახელმწიფო მივიღეთ” – ვიოლა ფონ კრამონი

ამ ადამიანებისგან ნუ ელოდებით საქართველოს მხარდაჭერას, მათი ამოცანა არის „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის მხარდაჭერა, რომელიც პარტნიორი იყო მათი, სიამტკბილობაში იყვნენ, როცა აქ ტირანია იყო, ისინი ამბობდნენ, რომ დემოკრატიის შუქურაა სააკაშვილი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროპარლამენტში, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხზე დებატები გაიმართა.

ვიდეო: “აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილის საკითხი გადაწყდეს პოზიტიურად…” – სვენ მიქსერის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g