LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა: გვაქვს მოლოდინი, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, პირობებით, დათქმებით, ეს ნორმალურია

51
ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ხელისუფლებას აქვს მოლოდინი, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„ყველაზე ნაკლებად ველი, ევროკავშირმა ხელცარიელი დატოვოს საქართველო“ – EU-ს პასუხის 3 სავარაუდო სცენარი

ზარქუას თქმითვე, ამ სტატუსის მიღება ყოველგვარი პირობებითა და დათქმებით – ნორმალურია:

“თუ ვინმე იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, საქართველო იმსახურებს. ჩვენ გვესმის უკრაინის თემატიკა, ომის თემატიკა და თუ ვინმე იმსახურებს საქართველო იმსახურებს უკრაინასთან ერთად. ბუნებრივია, გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ მოლდოვაც, საქართველოც და უკრაინაც მივიღებთ ამ სტატუსს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირადად მე მექნება განცდა, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა ევროპაში უარი თქვეს საქართველოზე იმიტომ, რომ ზეწოლა იგრძნეს რუსეთიდან.

კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ ევროპას, საქართველომ, ისევე როგორც უკრაინამ გამოიარა ეს ომი, ჩვენ დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის ვიბრძვით, ჩვენ, დედებმა, ბიჭებმა გამოიარეს ეს ტანჯვა, ამიტომ ახლა ჯერი თქვენზეა. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, (კანდიდატის სტატუსის მიღებაზე) იმ ყოველგვარი პირობებით, დათქმებით, ეს ნორმალურია.

ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ეს შეთავაზება თქვენგან, უბრალოდ, თქვენ გადადგით ნაბიჯი, რომელსაც იმსახურებს საქართველოც, უკრაინაც და მოლდოვაც…

ჩვენი წარმომადგენლები ყოველდღიურად ბრიუსელში არიან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, წამყვან ქვეყნებში, პირდაპირი საუბარი გვაქვს”, – აცხადებს ზარუქა.

ცაგარეიშვილი: თუ ევროკავშირი პუტინის წინაშე უკან დაიხევს, ეს სისხლიანი ტალღა ევროპის ქვეყნებამდე მივა – ეს ტალღა ახლა თბილისსა და კიევს ეხეთქება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g