კანიე უესტისა და ბიანკა ჩენსორის მოგზაურობა გრძელდება. ამჯერად წყვილი იტალიიდან პირდაპირ იაპონიაში გაემგზავრა. ისინი აეროპორტში გადაიღეს და მათი ჩაცმულობა ამჯერადაც უჩვეულო იყო. ისინი ზედმეტად ჩაცმულები იყვნენ. 29 წლის გოგონას თეთრი, პოლიეთილენისგან დამზადებული ,,ანაფორა” ეცვა, ამავე ფერის სამოსში იყო გამოწყობილი ჰიპ-ჰოპ არტისტი, მას თეთრი ორეული ეცვა და ლაბადა ჰქონდა მოცმული.
ბიანკა ჩენსორი საქმიან შეხვედრაზე მიემართება – წყვილის იტალიური ვოიაჟი გრძელდება
შეგახსენებთ, ლორენ პიშოტა, რომელიც კანიესთან 2021-2022 წელებში პირად ასისტენტად მუშაობდა, მას სექსუალურ შევიწროებაში, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნასა და კონტრაქტის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. საჩივარში აღნიშნულია, რომ როდესაც პიშოტა უესტმა სამსახურიდან დაითხოვა, მას 3 მილიონი დოლარის გადახდას დაჰპირდა, თუმცა, უესტმა მას ეს თანხა არ გადაუხადა. მეტიც გოგონა ჰყვება, რომ კანიე მას სექსუალურად ავიწროებდა, გამუდმებით წერდა შეტყობინებებს და მას გენიტალიების ფოტოებსა და ვიდეოებს უგზავნიდა. 35 წლის პიშოტა ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ ვარსკვლავი თავის ქვეშევრდომებს სასტიკად ეპყრობოდა.