LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ახლა ქაოსის დრო არ არის, დიპლომატიური გზის მომხრეები ვართ და პროვოკაციას არ წამოვეგებით

1086
ზელენსკი

რუსეთი დონეცკის და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარებით მინსკის შეთანხმებიდან გამოვიდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა, ფაქტობრივად, მოახდინა ლეგალიზაცია იმ რუსული სამხედრო ძალებისა, რომლებიც 2014 წლიდან იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ მოლაპარაკებას და პროვოკაციას არ წამოვეგებით. უკრაინას აქვს გაერო-ს წესდებით გაწერილი კოლექტიური და ინდივიდუალური თავდაცვის უფლება. ახლა ქაოსის დრო არ არის, ჩვენ დიპლომატიური გზის მომხრეები ვართ და ამ გზას არ გადავუხვევთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინამ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს.

„ჩემს ზურგს უკან უკრაინაა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ეს ასეც დარჩება, როგორი განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს რუსეთის ფედერაციამ.

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ამისთვის მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ჩვენს ყველა მოქალაქეს. თქვენ ამტკიცებთ, რომ უკრაინა გონიერი და ბრძენი ერია. თქვენ არ ჰყვებით ემოციებს. ჩვენ დიდი ხანია ამისთვის ვემზადებოდით. არ არსებობს მიზეზი, რომ თქვენ ღამე არ გეძინოთ.

უკრაინა რუსეთის ქმედებებს ცალსახად აღიარებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვად და ყველა შედეგზე ამ გადაწყვეტილებისა პასუხისმგებელია რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ესაუბრა მსოფლიო ლიდერებს, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და თურქეთის სახელმწიფოს მეთაურებს.​

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მოთხოვნით გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და ეუთო-ს საგანგებო სხდომა გაიმართება.

ბაიდენი, შოლცი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება უპასუხოდ არ ჩაივლის.

21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

“საჭირო გახდა მიგვეღო გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ. ვთხოვ ფედერაციის საბჭოს, სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება. ამის შემდეგ სასწრაფოდ უნდა შევიდეს გადაწყვეტილება ძალაში რესპუბლიკების დახმარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა შედეგი სისხლისღვრაზე დაეკისრება უკრაინის მმართველ ხელისუფლებას. მე მაქვს რუსი ხალხის მხარდაჭერის იმედი“,- განაცხადა პუტინმა სპეციალურ მიმართვაში.

პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში მშვიდობის შენარჩუნება უზრუნველყონ

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო თქვენ გვერდით დგას პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას

რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული მორიგი ნაბიჯი და სამწუხაროდ, იმეორებს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას: ირაკლი ღარიბაშვილი

რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი – ევროკავშირი და მისი პარტნიორები იმოქმედებენ ერთიანად და სოლიდარობით: შარლ მიშელი

ბორის ჯონსონი: დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება ძალიან ცუდი სიგნალია – დიდი ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს, რისი გაკეთებაც შეუძლია, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად

mazda magti 5g