2025 წლის „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიალს სასიამოვნო სიახლეების გარეშე არ ჩაუვლია. ზენდაია წითელ ხალიჩაზე უზარმაზარი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდით გამოჩნდა.
რამდენიმე საათის წინ კი „ვოგიმ“ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზენდაია და მისი რჩეული, ტომ ჰოლანდი დაინიშნნენ. მედიის ცნობით, ჰოლანდმა ზენდაიას ხელი 2024 წლის ბოლოს სთხოვა. თუმცა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათ ჯერ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, წყვილმა ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია პირველად 2021 წლის ნოემბერში გაასაჯაროვა.
ფოტო: „უტკბილესი წყვილი“ – ზენდაიასა და ტომ ჰოლანდის იშვიათი გამოჩენა
ზენდაიას გამორჩეული ლუქი „დიუნი 2“-ის პრემიერაზე