ექიმი ინფექციონისტი მაიან ბუწაშვილი ჩინეთში გავრცელებულ „მეტაპნევმოვირუსს“ (hMPV) სოციალურ ქსელში ეხმაურება და მისი მიმდინარეობის, სიმპტომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ინფექციონისტის ცნობით, hMPV არ არის ახალი ვირუსი, ის 2001 წელს აღმოაჩინეს და საკმაოდ ხშირად გვხვდება რესპირატორული სიმპტომების მქონე ადამიანებში.
„ზოგიერთ შემთხვევაში ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს ბრონქიტი და პნევმონია, განსაკუთრებით ბავშვებში და ქრონიკული დაავადებების მქონეებში, თუმცა უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს (სურდო, ხველა და სხვა რესპირატორული სიმპტომები).
ხველა, ცხელება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება და დაღლილობა – NCDC ჩინეთში გავრცელებულ გრიპზე განცხადებასა და რეკომენდაციებს აქვეყნებს
რაც შეეხება საქართველოში არსებულ გრიპის ვირუსებს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 4 კვირაა განსაკუთრებით მატულობს A H1p წილი გრიპისმაგვარი ინფექციებით ავადობა.
რაც შეეხება ჩინეთს, ამ მომენტისთვის ოფიციალური მონაცემებით შემთხვევების რაოდენობა მომატებულია, თუმცა არ აღემატება სხვა წლებში დაფიქსირებულ შემთხვევათა რაოდენობას. მათივე ინფორმაციით, ჰოსპიტლებში მიმართვიანობაც არ არის განსაკუთრებულად მაღალი.
გიორგი ფხაკაძე: „ოფიციალურად დადასტურდა: ჩინეთში ვირუსის აფეთქება სახიფათო არ არის!“
თუმცა ვინაიდან კოვიდის პანდემიის გარიჟრაჟზე ჩინეთის ოფიციალური წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაცია არც თუ ისე სანდო აღმოჩნდა, ზოგიერთები მაინც შიშობენ, რომ შესაძლებელია ადგილი ქონდეს ეპიდაფეთქებას.
ჯანმო აცხადებს, რომ მუდმივ კომუნიკაციაშია ჩინეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებებთან და ამ ეტაპზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხის გამოცხადების საფუძველი არ არსებობს.
აქვე დავამატებ, რომ აშშ მონაცემების მიხედვით, ბოლო დღეებში მწვავე რესპირატორული ინფექციების 19% მოდის გრიპის ვირუსზე, 7.1% კორონავირუსზე და 1.94% მეტაპნევმოვირუსზე.“ – წერს მაია ბუწაშვილი.
ბოლო დღეებში მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა ჩინეთში ადამიანის მეტაპნევმოვირუსის (hMPV) შემთხვევები. hMPV არ არის ახალი…
Posted by Maia Butsashvili on Thursday 9 January 2025