ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე.
იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
არუნ ხათრი ამჯერად მეუღლესთან ერთად მოგზაურობს. იტალიაში მოგზაურობის კადრებს კი გამომწერებს უზიარებს და წერს:
„ზოგჯერ ოცნებები არ არის ადგილებში, ისინი იმ ადამიანშია, ვინც შენს გვერდით დგას. ვენეციამ გვაჩუქა ჯადოსნური ქუჩები, მშვიდი არხები და ოქროსფერი მზის ჩასვლები… მაგრამ ყველაზე ლამაზი ხედვა იყო შენი ხელი ჩემს ხელში. ყოველი ხიდი, ყოველი კუთხე, ყოველი გონდოლას სვლა უფრო განსაკუთრებული გახდა იმიტომ, რომ ერთად ვიარეთ. მადლიერი ვარ ამ მოგზაურობისთვის, მადლიერი ვარ ჩვენი სიყვარულისთვის. “
ზოგჯერ ოცნებები არ არის ადგილებში, ისინი იმ ადამიანშია, ვინც შენს გვერდით დგას. ვენეციამ გვაჩუქა ჯადოსნური ქუჩები,…
Posted by Arun khatri on ოთხშაბათი, 24 სექტემბერი, 2025