ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი გამომწერებს სასიხარულო ამბავს უზიარებს.
როგორც მისი სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი, არუნ ხათრის მშობლები საქართველოში არიან.
„ცხოვრებაში ზოგიერთი წამი ოქროზე ძვირფასია… დღეს ჩემი სახლი სრულყოფილია, გული კი სავსე. ჩემი მშობლები ჩემთან არიან – ჩემი არსებობის ფესვები, ჩემი ძალის მიზეზი. ისინი წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოდიან, მაგრამ მათ ყოფნას მთელი ცხოვრების სითბოს მოაქვს.
მათი ხმა სიჩუმეს კურნავს, მათი ღიმილი კი იმ სიმშვიდეს მაძლევს, რასაც ვერანაირი წამალი ვერ მოიტანს. რამდენიც არ უნდა გავიზარდოთ,
მშობლების წინაშე ისევ ბავშვებად ვრჩებით.
დღეს უბრალოდ ბედნიერი კი არა… დღეს სახლში ვარ“, – წერს არუნ ხათრი სოციალურ ქსელში.
