LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის საარჩევნო კომისიის სხდომიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გააძევეს

50

ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ კორცხელის #53-ე და #54-ე უბნების ხმების ხელახლა დათვლის გადაწყვეტილება მიიღო. ხმების დათვლის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. “ლაივპრესის” ინფორმაციით, კორცხელის # 53 და #54 საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის საარჩევნო კომისიას დღეს მიმართა. მანამდე სხდომიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით ჯინჯოლავა გააძევეს. ის არ დაეთანხმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ მაიზერ ნანავას მიერ შემოტანილ საჩივარს, რომლის განსახილველადაც შეიკრიბნენ. დავით ჯინჯოლავას კამათი მოუვიდა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხთან, რის შემდეგაც მას შეხვედრის ოთახი დაცვის პოლიციის გამოყენებით დაატოვებინეს. საოლქო საარჩევნო კომისიის თავდმჯდომარე მირანდა მესხმა აღნიშნა, რომ “მსგავსი პროვოკაციები” იყო საარჩევნო უბნებზეც და კომისიის წევრებს მუშაობაში ხელი ეშლებოდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g