LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა დოიჯაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს: „ჩვენი სახლის კედლები შეიძლება ჩამოინგრეს“

301
ზურა მთავარზე

ზურა დოიჯაშვილის მეუღლე, ქეთი ვადაჭკორია ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ოჯახის გაჭირვების შესახებ ჰყვება და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

„ჩვენ ვცხოვრობთ სახლში, სადაც ზურა დაიბადა, ძველ თბილისში, ვერცხლის ქუჩის მიმდებარედ, პატარა ჩიხში. ჩიხი ადრე უსახელო იყო, ახლახან კი მერიის გადაწყვეტილებით, ზურას სახელი ეწოდა.

სახლი უმძიმეს მდგომარეობაშია, იმდენად ძველი და დაზიანებულია, შეკეთება შეუძლებელია. ხელოსანმა, რომელიც ონკანის გამოსაცვლელად მოვიყვანე, თქვა, რომ ოდნავი მიკარება მილებთან და შეიძლება, კედლები ჩამოინგრეს. ამდენად ამ სახლში ცხოვრება უსაფრთხო არ არის, ჩვენ, უბრალოდ, არ გაგვაჩნია სხვა თავშესაფარი. მადლობელი ვარ სახელმწიფოსი, თბილისის მერიის, რომელიც დაგვეხმარა ზურას გადმოსვენებაში, მაგრამ იძულებული ვარ, ისევ ვითხოვო დახმარება, იქნებ როგორმე მოხერხდეს, დაინგრეს სახლი და მის ადგილზე აშენდა ახალი. ინვესტორი მოძიებული გვყავს, ყველა მობინადრე თანახმაა და მერიის თანადგომა გვჭირდება გარკვეულ საკითხებში. აქამდე ვერ შევძელით და ვერ მივაწვდინეთ ხმა…“

ზურა ხაჩიძე: „საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზურა დოიჯაშვილის სახელი მიენიჭება ქუჩას, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა!“

ზურა დოიჯაშვილის მეუღლე გააკეთებს ფონდს, რომელიც იმავე დაავადების მქონე ადამიანებს დაეხმარება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები