„ლაშას გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გვიყვარდეს, მოვეფეროთ და გავულამაზოთ ერთმანეთს ცხოვრება,“ – ამის შესახებ ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს.
ზურა აღნიშნავს, რომ დრო არა განკითხვას, არამედ ქვეყნის სიყვარულსა და შენებას უნდა დავუთმოთ.
„სამწუხაროდ, იმდენად მცირე დროით ვართ მოსულები ამ სამყაროში, რომ ქვეყნის სიყვარულს და შენებას უნდა დავუთმოთ მეტი დრო, ვიდრე განკითხვას. გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი!“ – აღნიშნავს ზურა ხაჩიძე.
ცნობისთვის, რესტორან „ქვევრის“ მფლობელი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე იტალიაში, გულის შეტევით გარდაიცვალა.
„ბასლა აღარ გვყავს“ – ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა
ნინი შერმადინი: „ლაშა ჩემო ძამიკო, მეგობარო, ამაგიანო და გულიანო ბიჭო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის!“
„ღმერთმა ნათელში გამყოფოს ჩემო ყველაზე ერთგულო, საიმედო, საუკეთესო ძმაო“ – ბერა ივანიშვილი
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 