LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე: „ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, 5 წელიწადში ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს და გავხადოთ ევროკავშირის წევრი“

231
ზურაბ ჯაფარიძე

„ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, 5 წელიწადში ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს, გავხადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ერთადერთი, რაც ბარიერად ეღობება ამას, ეს არის არსებული რუსული რეჟიმი, რომელიც მართავს ამ ქვეყანას“, – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, 26 ოქტომბერს „რეჟიმის შეცვლა პრინციპული საკითხია“.

ნიკა გვარამია: „მცირე განსხვავებები იყო ჩვენსა და „ლელოს“ ხედვებს შორის, ამიტომ ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა ამით პროცესი არ იკეტება“

„მჯერა, ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ 5 წელიწადში ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს, გავხადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

ერთადერთი, რაც ბარიერად ეღობება ამას, ეს არის არსებული რუსული რეჟიმი, რომელიც მართავს ამ ქვეყანას. 26 ოქტომბერს ამ რეჟიმის შეცვლა არის პრინციპული საკითხი, ისტორიული ამოცანა, ამის მიღწევისთვის საჭიროა სამი რამ.

პირველი: საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალური მობილიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ საარჩევნო ყუთებთან.

მეორე: ხმების დაცვა, მას შემდეგ, რაც ხალხი საარჩევნო ყუთებთან მოვა.

მესამე: ისეთი კონფიგურაცია ოპოზიციურ ფლანგზე, რომელიც არ მისცემს საშუალებას რუსულ რეჟიმს, რომ კრიტიკულად განწყობილი ხმები წაიღოს თავის ყულაბაში.

მჯერა, საბოლოოდ, ოპოზიციურ ფლანგზე ძალების კონსოლიდაცია სამივე ამოცანას ეხმიანება“. – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„დროა“, „ახალი“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ – „ვერთიანდებით იმიტომ, რომ სახლში გავუშვათ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი“

ცნობისთვის, პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ. ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პარტიებს შორის მოლაპარაკებები “ხანგრძლივი და რთული” იყო, ახლა კი ისინი ერთიან წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებენ.

იაგო ხვიჩია: „ხელოვნურად ხდება პროცესების წაყვანა, რომ არჩევნებში სამის ნაცვლად ხუთი პარტია მონაწილეობდეს: მიშას ხალხი, ბიძინას ხალხი, მიშას მოღალატეები, ბიძინას მოღალატეები და „გირჩი“

ფოტო: ტვ „ფორმულა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g