აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ, რუსეთისთვის ბიჭვინთის ტერიტორიების შესაძლო გადაცემას საქართველოს პრეზიდენტი ეხმიანება.
როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, ის, რაც ბიჭვინთაში ხდება, საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა:
“ის, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ მოვლენებზე ხალხის ძლიერ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია.
კატეგორიულად ვგმობ აღნიშნულს და საერთაშორისო საზოგადოებას მკაცრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ”, – აღნიშნულია ზურაბიშვილის “ტვიტში”.
შეგახსენებთ, Apsnypress-ის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის წევრები „პარლამენტს“ მოუწოდებენ, აფხაზეთსა და რუსეთის მთავრობებს შორის შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით, რომელიც ბიჭვინთაში საზღვაო აკვატორიის ნაწილისა და სანაპირო ზოლის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე:
ანა დოლიძე ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე: გვაქვს 4 პუნქტიანი გეგმა
What we’re seeing in Bichvinta is a form of annexation of Georgian territory by Russia. We see a strong popular reaction to the developments. This is the result of continued occupation
I strongly condemn this and call on the international community to strongly react to this.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) July 25, 2022