LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად კორძაძე: “ვიღაცა რომ მზიდ კედელს აცლის კორპუსს და შენი საქმე არ გგონია, არც გაქვს მორალური უფლება, იმ დანგრეულ კორპუსთან შემდეგ სანთლებით იდგე”

999
BeFunky-collage (9)

ცნობილი ადვოკატი, ზვიად კორძაძე ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება სოციალურ ქსელში.

“ვიღაცა რომ მზიდ კედელს აცლის კორპუსს და შენი საქმე არ გგონია, არც გაქვს მორალური უფლება, იმ დანგრეულ კორპუსთან შემდეგ სანთლებით იდგე.

ვიღაცა რომ ცოლს სცემს მთელი ცხოვრება და შენი საქმე არ გგონია, ერთხელაც როცა გაიგებ, რომ ცემაში მოკლა, არ გაქვს მორალური უფლება, პანაშვიდზე მიხვიდე და ობლების ბედზე ცრემლები ღვარო.

კატალოზატორს რომ ამოუღებ მანქანას, არ გაქვს მორალური უფლება, ახლობელი კიბოთი რომ მოკვდება, იმის ოჯახს მიუსამძიმრო.
ვადაგასულ პროდუქციას რომ ახალ ვადას გადაარტყამ, არ გაქვს მორალური უფლება, ვირის ხორციანი შაურმა როცა ახლობელს მოგიწამლავს, აღშფოთდე და დასჯა მოითხოვო.

200-ით მანქანა რომ ჩაგიქროლებს შუა ქალაქში და პატრულში არ დარეკავ, არ გაქვს მორალური უფლება, ფეისბუკზე რომელიმე შემზარავი ავარიის ფოტო გამოფინო და გატეხილი გული და ცრემლები მიახატო.

ძაღლს რომ აწამებს ქუჩაში ვინმე და პატრულში არ რეკავ, არ გაქვს მორალური უფლება ვიშვიშებდე, როგორ სისასტიკით ჩაიდინა ვიღაცამ მკვლელობა და ასკვნიდე, რომ გაფუჭდა ხალხი.
. . .
სახელმწიფოს მოქალაქეები ქმნიან და არა საკუთარ სახლებში გამოკეტილი თვალ და ყურდახშული ინდივიდები.

სანთლები რომ ჩაიწვება, ჩათვალეთ რომ ვალი მოიხადეთ და მშვიდად დაიძინეთ …”,- წერს ზვიად კორძაძე.

ბოლო მონაცემებით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე გუშინ მომხდარი ტრაგედიის შედეგად 8 პირი გარდაიცვალა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია.

გარდაცვლილი ინგა მეკეიძე იმ 2 არასრულწლოვნის დედაა, რომელთა ცხედრებიც გუშინ ნანგრევებში იპოვეს – ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

ორი გარდაცვლილის ცხედარი კი, მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს.

რაც შეეხება 36 წლის მამაკაცს, რომელიც მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ ამოიყვანეს, ის კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

ამავე თემაზე:

11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება

გომელაური არ გამორიცხავს, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო დასაკავებელ პირთა წრე გაიზარდოს

ბათუმში კორპუსის ნგრევის ფაქტზე დააკავეს 3 ადამიანი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია

კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ტანსაცმელსა და საკვებს აგროვებენ

რიჟვაძე: გეოლოგები ირგვლივ ყველა შენობის მდგრადობას შეისწავლიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g