მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ 2 ცხედარი ამოიყვანეს. ქალი და ბავშვი. ინფორმაცია “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.
ბოლო მონაცემებით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე გუშინ მომხდარი ტრაგედიის შედეგად 8 პირი გარდაიცვალა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია.
ორი გარდაცვლილის ცხედარი კი, მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს.
რაც შეეხება 36 წლის მამაკაცს, რომელიც მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ ამოიყვანეს, ის კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.
სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
ამავე თემაზე:
11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება
გომელაური არ გამორიცხავს, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო დასაკავებელ პირთა წრე გაიზარდოს
კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ტანსაცმელსა და საკვებს აგროვებენ
რიჟვაძე: გეოლოგები ირგვლივ ყველა შენობის მდგრადობას შეისწავლიან