როგორ მოქმედებს აბორტი ქალის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

5

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში 14 წლამდე ასაკის ბავშვებში ბიჭები ჭარბობენ. გენდერის სპეციალისტების შეფასებით, სქესთა შორის ასეთი დისბალანსი, წინასწარ დაგეგმილი შობადობის შედეგია. გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით -საქართველოში 2010 წლისთვის 25 ათასი გოგონა უნდა დაბადებულიყო, რომელიც არ დაიბადა. რატომ ანიჭებენ უპირატესობას ვაჟებს, ვიდრე გოგონებს და რა არის არსებული პრობლემის მიზეზი გარკვეულ ოჯახებში, გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარი – ფსიქოლოგი ინგა ბლესია.

 

რატომ დგას არსებული პრობლემა დღეს?

ეს შეიძლება ითქვას, რომ მენტალიტეტშია ჩადებული.  საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო ჩართული ომებში, მებრძოლი და მეომრები სჭირდებოდა, ბიჭების კულტი ოჯახებში თავიდანვე იყო. ამიტომ შეიძლება არ გამოვრიცხოთ, რომ ვაჟისთვის პრიორიტეტის მინიჭება ჯერ კიდევ საუკუნეების წინ იღებდა სათავეს.

ბუნებრივია, ეს გარკვეულ დაღს ასვამს ქალის ფსიქიკას. ასეთ გარემოში გაზრდილ, უარყოფილ გოგონას ხვადასხვა სახის პრობლემა შეიძლება ქონდეს, მათ შორის ჩამოუყალიბდეს არასრულფასოვნების კომპლექსი.

როგორ მოქმედებს აბორტი ქალის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ?

ყველამ იცის, რომ ეს მავნებელია ქალის ორგანიზმისთვის, ქალის არა მხოლოდ ორგანიზმი, არამედ ფსიქიკაც ემზადება დედობისთვის. როდესაც პროცესი წყდება, ეს დიდი სტრესია და ბევრი ნეგატივი შეიძლება გამოიწვიოს ქალის ცხოვრებაში. შესაძლოა უნაყოფობაც კი…

როდესაც მამაკაცი აიძულებს ქალს გაიკეთოს აბორტი გოგოს შემთხვევაში, ასეთ დროს არაა გამორიცხული პრობლემა ქონოდა ბავშვობაში ან მუცლადყოფნის დროსაც.  ასეთი მამაკაცები ძირითადად ტრავმირებულები არიან ქალის მხრიდან, ძირითადად დედის მიერ. ამ ყველაფერს ზრდასრულ ასაკში შეიძლება ასეთი ფორმით გამოხატავენ. ასეთ ოჯახებში არის ქალის დაუფასებლობა, ქალი მეორეხარიხოვანი არსებაა.

 

ფსიქოლოგთან ვიზიტი რამდენად სასურველია ასეთ დროს?

ფსიქოლოგიური კურსი უშველის გოგონებს, რომელიც უარყოფილნი არიან მშობლების მიერ. უარყოფილის პრობლემისგან განკურნება შესაძლებელია და ფსიქოთერაპია ამას ნამდვილად შველის.

 

7 რჩევა ინგა ბლესსიგან:

 

  1. ეს პრობლემა ოჯახებში ძირითადად კაცის ზეგავლებით ან ზეწოლით ჩნდება. ამიტომ ქალებმა უნდა გაარკვიოთ წინასწარ, თუ როგორი იქნება თქვენი ოჯახი თქვენს მეორე ნახევართან.
  2. თუ ოჯახში ქალების დაფასების პრობლემაა, ამ პრობლების გასანეიტრალებლად ყველაფერი უნდა გააკეთოთ.
  3. აბორტი ცოდვაა და ეს უნდა გვახსოვდეს.
  4. აბორტი დიდი საფრთხე ქალის ორგანიზმიმისა და  ფსიქიკისთვის.
  5. მამაკაცი, რომელიც ქალს ვერ აფასებს, მას წარსულში ქალისგან დაგმობა და დიდი ტკივილი აქვთ გადატანილი.
  6. გიყვარდეთ ვაჟიც და ქალიშვილიც, შვილი შვილია, გახსოვდეთ რომ ბევრი ოჯახისთვის შვილი სანატრელია.
  7. მე ვურჩევდი მამაკაცებს, რომლებსაც მხოლოდ ბიჭი უნდათ ყავდეთ, გოგონები გეძლევათ იმისთვის, რომ ისწავლოთ ქალის სიყვარული და ქალის დაფასება.

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები