LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა გამოიმუშაოთ თავდაჯერებულობა – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

108

თავდაჯერებულობა სჭირდება ყველა ადამიანს როგორც საქმეში, ასევე პირად ცხოვრებაში. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ თუ ადამიანს ეს თვისება არ აქვს, რა საქმეც არ უნდა წამოიწყოს, ის სასურველი შედეგით ვერ დასრულდება. როგორ უნდა გამოიმუშაოს ადამიანმა თავდაჯერებულობა – გადაცემის „7 რჩება ფსიქოლოგისგან“ სტუმარი ფსიქოლოგი ინგა ბლესია.

 

 რა ნიშნავს თავდაჯერებულობა?

თავდაჯერებულობა თქვენი შინაგანი ხმაა, საკუთარი შესაძლებლობების შინაგანი რწმენა. მთავარია გჯეროდეთ საკუთარი თავის. გაეცით პოზიტიური ემოცია – პოზიტივს ყველაფერის შეცვლა შეუძლია დადებითისკენ.

თავდაჯერებულობა შეიგრძნობა ადამიანის გარეგნობაში, მისი სახის გამომეტველებაში, სხეულის პოზიციაში, ჟესტიკულაციაში, მიმიკაში… ასევე შეგვიძლია თავდაჯერებული ადამიანი ამოვიცნოთ საუბრის მანერიდან ხმი ტემბრით და საუბრის ტემპით და ა.შ.

თავდაჯერებულობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანი  თვითონ გრძნობდეს თავს კომფორტულად, ჰქონდეს სამყაროსა და  სიცოცხლეზე მინდობის შეგრძნება, ფეხზე იდგეს  მყარად და თავს დაცულად გრძნობდეს. სწორედ თავდაჯერებლობას მოაქვს ადამიანისთვის წარმატება სოციუმსა და ცხოვრებაში.

 

რა არის მიზეზი, როცა ადამიანი არ არის თავდაჯერებული?

როგორც წესი ყველა ჩვენი  ფსიქოლოგიური პრობლემის  მიზეზი ღრმა,  ადრეული ბავშვობიდან მოდის,  მნიშვნელობა აქვს აღზრდას, რამდენად ხშირად და რა ფორმით გვაძლევდნენ ბავშვობაში შენიშვნას, როგორ გვექცეოდნენ. ბავშვობაშია ყველაფერი ჩამალული. ასევე ეს თვისება მემკვიდრეობითია, ადამიანს მემკვიდრეობით გადაეცემა წინაპრების ენერგეტიკული თვისებები, მათ შორის ეს თვისებაც.

 

როგორ უნდა იმუშაოს ადამიანმა საკუთარ თავზე, რომ გახდეს თავდაჯერებული?

დაფიქრდით რა გსურთ ყველაზე ძალიან და შეიგრძენით ისე, თითქოს უკვე მიაღწიეთ დასახულ მიზანს.  დაარწმუნეთ საკუთარი თავი და იმეორეთ, რომ გააკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც გსურთ.  დააყენეთ საკუთარი თავი პირველ ადგილზე – დააფასეთ ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. თუ საკუთარ შესაძლებლობებს თავად არ დააფასებთ, მას სხვა ვერ დაინახავს.

ნებისმიერი საქმე თუ სურვილი, რომელიც არ გამოგდით, რომელსაც ისე  ვერ  აღწევთ როგორც ფიქრობდით,  არ უნდა მიანებოთ,  უნდა სცადოთ ბევრჯერ,  ამით მოიპოვებთ  თავდაჯერებულობას.

ამ თვისების გამომუშავება ფსიქოლოგის დახმარებითაც შეგიძლიათ, ფსიქოლოგი ღრმა ფსიქოლოგიური, სპეციალური ტექნიკების მეშვეობით ახდენს პირადი ისტორიის კორექციას, მისი მტკივნეული გამოცდილების  განეიტრალებას. ამით ხდება ადამიანის ფსიქიკური გაჯანსაღება-გაძლიერება, რის შედეგადაც ის ხდება თავდაჯერებული.

 

 

7 რჩევა ინგა ბლესისგან:

  1. არ შეედაროთ საკუთარი თავი სხვას. ყველა ჩვენთგანს აქვს  სხვადასხვა რესურსი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შევედაროთ მხოლოდ საკუთარ გუშინდელ მე-ს. უნდა ვიყოთ გუშინდელ მე-ზე უკეთესი, ვიდრე დღეს ვართ.  ეს წინსვლის მნიშვნელოვანი პირობაა.
  2. დააკვირდით თავდაჯერებულ ადამიანებს, ვისაც თქვენ თვლით თავდაჯერებულად, ვინც თქვენთვის  მისაბაძია. გადაიღეთ მათი მანერები,  მიმიკა,  ჯესტიკულაცია  და გარეგანი გამოვლინებების მეშვეობით დაეხმარებით საკუთარ თავს  შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
  3. შეუძლებელია ხვალ წაიკითხო შექსპირი ორიგინალში, თუ დღეს არც ერთი სიტყვა არ იცი ინგლისურად. დიდი მიზნები  შეიძლება ადამიანს აშინებდეს, ამიტომ  ძალიან მნიშვნელოვანია დიდი მიზნისა და სურვილის პატარ-პატარა და მარტივ ნაწილებად დაყოფა, მცირე მიზნების დასახვა  და მცირე მიზნის მიღწევა გაცილებით ადვილია. მაგალითად, თუ ერთ კვირაში  ისწავლოთ  50 ინგლისური სიტყვას, ეს მოტივაციას მოგცემთ, რათა თქვენ ერთ წელიწადში შექსპირი წაიკითხოთ ორიგინალში.
  4. მიზნის მიღწევისას და პატარა საფეხურის გავლისას, შეაქეთ თქვენი თავი  და დააჯილდოვეთ, ეს უფრო მეტი მოტივაციის მომცემია.
  5. არ მისცეთ არავის უფლება დაგამციროთ ან შეგავიწროვოთ, თუნდაც ხუმრობით!
  6. ისწავლეთ არას თქმა, თუ რამე თქვენს სურვილს ეწინააღმდეგება.
  7. გახსოვდეთ – გაქცევა გამოსავალი არ არის. თქვენ გავიწროვებენ ოჯახის წევრები, მეგობრები ან კოლეგები? არ იფიქროთ, რომ გარემოს შეცვლით რამეს შეცვლით.  თქვენი საზღვრების დარღვევა მოხდება მანამ, ვიდრე თქვენ ამის უფლებას მისცემთ მათ, შინაგანად უნდა შეიცვლვალოთ და  ისწავლოთ საზღვრების   დაცვა, შესაბამისად  გახდებით  თავდაჯერებული.

გადაცემის ჩანაწერი: 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები