LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძემ საკრებულოს უმრავლესობის ახალ წევრებს სამომავლო გეგმები გააცნო

47

თბილისის ახალარჩეული მერი, კახა კალაძე, საკრებულოს უმრავლესობის ახლადარჩეულ წევრებს შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო.

კალაძემ თანაგუნდელებს მოუწოდა, რომ მოსახლეობასათან შეხვედრები კვლავაც გააგრძელონ.

მადლობა თანამებრძოლებს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა,  მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე, ვიზრუნოთ ქალაქის გალამაზებაზე, მოწესრიგებაზე და . . სანამ ტრანზიციის პერიოდია, ვიცით, რომ ნოემბრის შუა რიცხვებიდან მოგვეცემა უფლებამოსილება, შეუდგეთ ჩვენს საქმიანობას. თუმცა ეს დრო მაქსიმალურად სწორად უნდა გამოვიყენოთ  თითეულმა ჩვენგანმა და რაც მინდა, ვთხოვო თითეულ თქვენგანს, მთელი ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში  თქვენ გქონდათ მოსახლეობასთან ურთიერთობა; მინდა კიდევ გაგრძელდეს ეს ურთიერთობები  და კიდევ უფრო დეტალურად გამოვიტანოთ ის პრობლემები, რომელიც რაიონებში არსებობს. როდესაც მოგვეცემა შესაძლებლობა,  მუშაობა დავიწყოთ, დრო არ დავკარგოთ და განვახორციელოთ  უკვე კონკრეტული პროექტები. მე ამ პერიოდს გამოვიყენებ იმისთვის, რომ შევხვდე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას, რომ უკვე მომზადებულები ვიყოთ, გავაცნოთ ყველა ის პროექტი, რომელიც ჩვენ გვაქვს მომზადებული და წარმოდგენილი გვქონდა წინასაარჩევნოდ. ვაპირებთ, ასევე სამინისტროებთან შეხვედრას. მნიშვნელოვანია ერთობა და გუნდურობა,“ – განაცხადა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები