LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიურპრიზებს აღარ ველოდებით” – აპრილიდან უვიზოდ ვიმოგზაურებთ

19

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პროცესი მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისიდან უნდა დაიწყოს, ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

“უვიზო მიმოსვლა ძალიან მალე იქნება. აღარ ველოდები არანაირ სიურპრიზებს. ალბათ, მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში პროცესი უნდა დაიწყოს”, – განაცხადა დოლიძემ და აღნიშნა, რომ ბრიუსელიდან ახლახან დაბრუნდა და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები