LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველა მეკითხებოდა, რა გაცვიაო” – სოფო ნიჟარაძის შავი სექსუალური ლუქი

162

გერმანიაში, ჰამბურგში მუსიკალური კონკურსი Bama Music Awards ჩატარდა, სადაც ქართველი შემსრულებელი, სოფო ნიჟარაძეც იყო წარდგენილი. მან აიღო პრიზი საუკეთესო ქართული პერფორმანსისთვის რუსა მორჩილაძის სიმღერით “მაპატიე. სოფო ჰამბურგში სტეფანესთან, როგორც ამ პროექტის პროდიუსერთან ერთად იმყოფებოდა. სოფო წითელ ხალიჩაზე ძალიან ლამაზი ლუქებით წარდგა, მათ შორის, ოქროსფერი სარაფანა და შავი გულამოღებული გამჭირვალე კაბებით, რომლებიც, როგორც თავად წერს, დიზაინერ დათუნა სულიკაშვილს ეკუთვნოდა – “ყველა მეკითხებოდა, რა გაცვიაო. რა თქმა უნდა, დათუნა სულიკაშვილი”, დასძინა სოფომ.

ქართველმა მომღერალმა მუსიკალური კონკურსის დასკვნით საღამოზე სიმღერა შეასრულა. თავად გამოსვლით ბოლომდე კმაყოფილი არ იყო, რადგან, როგორც მოგვიანებით, სოცქსელში ლაივჩართვაში თქვა, თავიდან მცირე ტექნიკური პრობლემა შეიქმნა, რომელიც შემდგომ ორგანიზატორებმა გამოასწორეს და ამის გამო ძალიან ინერვიულა.

სოფომ გერმანიაში რამდენიმე დღე გაატარა და სამახსოვრო ფოტოებიც გამოფინა, რომლებიც სტეფანესთან ერთად გადაიღო. მომღერალი უკვე საქართველოშია და “ბუდა ბარში” კონცერტისთვის ემზადება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები