LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინის კომპანიები პარიზში ორ მნიშვნელოვან გამოფენაში მონაწილეობენ

148
პარიზი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია საფრანგეთში მიმდინარე ორ მნიშვნელოვან გამოფენაში მონაწილეობს, კერძოდ, RAW Wine Paris-ზე, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან და VinExpo Paris-ზე, სადაც ტრადიციულად, თავს იყრიან ღვინის მწარმოებლები, იმპორტიორები და ექსპერტები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებისა და მედია კამპანიების დასაგეგმად საქმიან შეხვედრებს მართავს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g