თქვენს რაციონში სწორი საკვების დამატებით შეგიძლიათ თავი ბევრად უფრო ბედნიერად და ენერგიულად იგრძნოთ. აი რა უნდა ჭამოთ ამისთვის…
იყო დრო, როცა მიიჩნეოდა, რომ საკვები გონებასა და ზოგადად ორგანიზმზე გავლენას არ ახდენდა, თუმცა კოფეინი, ალკოჰოლი თუ ცხიმები პირდაპირ კავშირშია თქვენს კარგად ყოფნაზე.
არსებობს ძალიან ბევრი საკვები, რომელსაც ტვინში „ბედნიერების“ ჰორმონების მოზღვავება შეუძლია.
სატაცური
ეს გრძელი, მწვანე ღეროები სეროტონინის დონეს არაჩვეულებრივად ზრდის. სეროტონინი კი ტვინის ფუნქციებს არეგულირებს, განწყობას, მადას, ძილსა და მეხსიერებას აუმჯობესებს.
ხილი და ბოსტნეული
ორივე სახეობა B ვიტამინითაა სავსე, რაც განწყობასა და ენერგიულობაზე მოქმედებს. ორგანიზმს იმუნიტეტის გაძლიერებაშიც ეხმარება.
ქოქოსის ზეთი
ნატურალური პროდუქტი ორგანიზმს სტრესულ სიტუაციებთან გამკლავებაში ეხმარება. ქოქოსის ზეთი ენერგიის წყაროს წარმოადგენს და მას ორგანიზმი ძალიან სწრაფად გადაამუშავებს, ცხიმადაც არ გარდაქმნის.
მწვანე ჩაი ან ყავა
საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კოფეინი სიფხიზლის შეგრძნებას ზრდის. როდესაც მოტივაციას კარგავთ, მწვანე ჩაი უებარი წამალია. ანტიოქსიდანტებით მდიდარი სასმელი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.
შავი შოკოლადი
შოკოლადს, რომელშიც კაკაოს შემცველობა 70%-ს შეადგენს, ბედნიერების გაზრდა შეუძლია. მუქი შოკოლადი დადებითი ემოციების წყაროცაა, ტვინს ენერგიით აღავსებს, რეაქციის დროს ამცირებს და მისი დახმარებით პრობლემების გადაჭრის გზების პოვნაც უფრო ადვილია.