LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, ზოგან სეტყვა: ამინდის პროგნოზი

68
1

მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში ამინდი შეიცვლება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 10 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, ზოგან სეტყვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 6-7 სექტემბერს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

8 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება, იწვიმებს და აგრილდება. ტემპერატურა დღის საათებში +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს, 9 სექტემბერს კი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც +24, +29 გრადუსამდე დათბება.

თბილისში 6-7 სექტემბერს სითბოს ფონზე (+26, +28 გრადუსი) ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

8 სექტემბერს გრილი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსამდე დაიკლებს, 9 სექტემბერს კი ისევ გამოიდარებს და დათბება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g