საკუთარ ქორწილში ყველას სურს განსაკუთრებულად გამოიყურებოდეს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც აქცენტს ორიგინალურობაზე აკეთებს. ბევრს სურს, რომ მათ საქორწილო კაბაზე საზოგადოება ბევრს საუბრობდეს. ხშირად ასეთი ქალბატონების არჩევანი არ ამართლებს მოლოდინს, თუმცა გარკვეულ რეიტინგში ეს კაბები მაინც ხვდება. თუნდაც მსოფლიოს ყველაზე ცუდი კაბების 10-ეულში.
ფარშევანგის ბუმბულებით შექნილი კაბა, რომელიც ჩინელმა დიზაინერმა შექმნა და რომლის ღირებულებაც 1 900 000 ამერიკული დოლარია
მსოფლიოში ყველაზე გრძელი საქორწილო კაბა, რომელიც ბუხარესტში შეიკერა. მისი სიგრძე 1,85 კილომეტრია
კაბა-ჰორორი. საშინელებათა ჟანრის მოყვარულებისთვის შექმნილი ეს საქორწილო კაბა ახლა მუზეუმში ინახება
კაბა-ტორტი, რომელიც ძალიან გემრიელი, მაგრამ საოცრად არაესთეტიურია
ერთჯერადი ხელთათმანებისგან შექმნილი ეს კაბა რეალურად საკმაოდ ლამაზია. მისი შექმნის იდეა ბრიტანელ მხატვარს, სიუზი მაქმიურეის ეკუთვნის. მის შექმნაზე 1400 ხელთათმანი დაიხარჯა
კაბა-საცვლები. ეს კაბა შექმნილია მათთვის, ვისაც უნდა ხაზი გაუსვას საკუთარი სხეულის უპირატესობებს
კაბა-პეპელა, რომელიც ივ-სენ-ლორანის მოდის სახლს ეკუთვნის
ტუალეტის ქაღალდისგან შექმნილი საქორწილო კაბა, რომელიც ყველაზე იაფი კაბაა მსოფლიოში
ბრიტანელმა ტელმა ლევეტმა კაბა საკუთარი შვილის ქორწილისთვის, საჰაერო ბუშტებისგან შექმნა.
კაბა-ფული. ეს ის განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა კაბის ავტორი კომენტარის გარეშე უნდა დავტოვოთ










