„პირველი არხის“ ინფორმაციით, დღეს, 23:00 ევროვიზია 2025-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება, რომელსაც ამავე არხის ეთერში ვიხილავთ.
მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენლები იმღერებენ: ისლანდია, პოლონეთი, სლოვენია, ესტონეთი, უკრაინა, შვედეთი, პორტუგალია, ნორვეგია, ბელგია, იტალია, აზერბაიჯანი, სან მარინო, ალბანეთი, ნიდერლანდები, ხორვატია და კვიპროსი. მათგან ფინალურ შოუზე მხოლოდ ათი ქვეყანა გადავა.
მარიამ შენგელია „ევროვიზიის“ სცენაზე 15 მაისს, მეორე ნახევარფინალურ შოუზე წარდგება.