“ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 265 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 940 PCR ტესტით.
ბოლო 24 საათში, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევიდან თითქმის ნახევარი ისევ თბილისზე მოდის. შედარებით დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება რეგიონებში.
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
თბილისი – 496,
აჭარა – 52,
იმერეთი – 187,
ქვემო ქართლი – 83,
შიდა ქართლი – 83,
გურია – 33,
სამეგრელო და ზემო სვანეთი – 105,
კახეთი – 88,
მცხეთა-მთიანეთი – 25,
სამცხე-ჯავახეთი – 20,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი დადასტურებული ფაქტიდან, სულ აღრიცხულია 245 789 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 837-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 229 196.
ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 26 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2893-მდე გაიზარდა.
კოვიდ-19-ით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა
კორონავირუსით ინფიცირების 1 177 შემთხვევა გამოვლინდა
კორონავირუსისგან 837 ადამიანი გამოჯანმრთელდა